The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო ქალდანი

ლადო ქალდანი
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2009  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭუბერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კარტოგრაფ-გეოგრაფის სპეციალობით 1966 წელს.

1966-1967წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1967 წლიდან ამიერკავკასიის (ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის) ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ ინჟინრად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1992 წლიდან გლაციოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. 1975-1977წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სახალხო აკადემიაში. გამოქვეყნებული აქვს 75-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 3 მონოგრაფია. ინსტიტუტში შესრულებული აქვს 33 სამეცნიერო ანგარიში და 5 მეთოდური მითითება. მსოფლიო თოვლ-ყინულოვანი რესურსების ატლასში (1997) მოათავსა კავკასიის ზვავსაშიშროების 4 რუკა. სამეცნიერო მოხსენებებით გამოდის რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებზე, თათბირებზე, სამეცნიერო სესიებსა და გეოგრაფიული საზოგადოების სხდომებზე. მიღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი ზვავების კარტოგრაფირებაში (თურქეთი, 1998). შედგენილი აქვს მრავალი დასკვნა და რეცენზია დისერტაციებზე, ავტორეფერატებზე. კურირებდა და კონსულტაციებს უწევდა ამიერკავკასიისა და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტსამსახურებს, საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციებს ზვავსასიშროების საკითხებში. 1963-1980წწ. მონაწილეობდა კარსტული მღვიმეების გამოკვლევაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, გლაციოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზვავსაშიშროების დახასიათება სივრცესა და დროში (აჭარა-იმერეთის მთიანი სისტემის მაგალითზე)", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზვავსაშიშროების შეფასება და ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.257-258; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 214; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.373 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფაზისის საერო აკადემია, ნამდვილი წევრი (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: