The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეა ქართველიშვილი

თეა ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკუტეტი 1997 წელს.

მუშაობდა საისტორიო ჟურნალში "არტანუჯი" (რედკოლეგიის წევრი), რადიოწამყვანად, ისტორიის პედაგოგად; არის კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების თანამშრომელი; მოწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს კითხულობს საქართველოს უნივერსიტეტში; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები: "ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა"; "დოკუმენტური წყაროები (სამეფო სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა)" და საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა "აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)"; 2021 და 2022 წწ. მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობის შემსწავლელ პროექტებში; მის სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის გვიანი შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოში განვითარებული საეკლესიო პროცესების შესწავლა, წყაროების პუბლიკაცია; მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და სტატიები. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის წევრი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გურიის საეპისკოპოსოების როლი ქართულ კულტურაში (XV–XIX)", დაიცვა 2002 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: