The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ქვარიანი

სიმონ ქვარიანი
სხვა სახელი:სიმონა მეჩონგურე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1868
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1946  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მონპელიეს უმაღლესი აგრონომიული სასაწავლებელი მევენახეობის სპეციალობით.

1894-1896წწ. მსახურობდა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში; 1901 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე; ათავსებდა წერილებს ქართულ–რუსულ ჟურნალ–გაზეთებში; 1907-1912წწ. მასწავლებლობდა ქუთაისში; 1918 წელს მენშევიკურმა მთავრობამ მიიწვია ფინანსთა სამინისტროში მდივნად; 1921-1923წწ. მსახურობდა ბათუმში საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად და სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ–ფრანგული ენის ლექტორად; 1923 წელს თბილისში ფინსახკომში სავალიუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველ სალაროს გამგედ; 1925-1930წწ. შინვაჭრობის კომისარიატში, საქართველოს ფინსახკომში, საქართველოს წყალთა სამმართველოში, საქართველოს მიწსახკომში; ავტორია ისტორიული თხზულებებისა: "ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში" (1901), "ხეთი და ნაირი" (1909), "საქართველოს ისტორია" (1917); მას ეკუთვნის ასევე მოთხრობები: "ანჟელინა", "ცაცინა", "შოთა რუსთაველი"; პუბლიცისტური თხზულებები; წერილები ქართული ლიტერატურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე; რომანი "დიდი მოურავი" (1937, თბილისი). მისი ლექსების კრებული "სუმბული" დაიბეჭდა 1901 წელს.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.160-165ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.137; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.317

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამხანაგობა "ზღვარი", დამაარსებელი (1900-)
  • კოოპერატიული გამგეობა "შრომა", თავმჯდომარე (1916-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1938-)
  • ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქუთაისის ქალაქის გამგეობა, წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1930 - სოციალისტური შრომის გმირი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: