The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვენორი ქვაჩახია

ვენორი ქვაჩახია
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:1982  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსი ფილოსოფიის სპეციალობით - 1952 წელს.

1961 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მისი ინიციატივით დაარსებული გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის გამგე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იკვლევდა ლოგიკის, ესთეტიკის, ზოგადი და გამოყენებითი სოციოლოგიის პრობლემებს. ავტორია 70-ზე მეტი მეცნიერული და პუბლიცისტურ-კრიტიკული ნაშრომისა, მონაწილეობდა სოციოლოგთა მსოფლიო კონგრესებში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.165-166

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: