The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ქვრივიშვილი

ოთარ ქვრივიშვილი
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1980 წელს.

1980-2010წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად; 2010 წლიდან მუშაობს შპს "ჯი ბი პი ენ"-ის მთავარ კონსტრუქტორად, დირექტორად სამშენებლო სფეროში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი სახლის, საზოგადოებრივი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტი, მათ შორის: "დინამოს" ცენრალური სტადიონის (ამჟამად "დინამო-არენა") რეკონსტრუქციის, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის, წყალმომარაგების კომპანიის ცენტრალური ადმინისტრაციული შენობის, სასტუმრო კომპლექს "პანორამის" ქ. თბილისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, სასტუმრო "მარიოტისა" და სასტუმრო "ამბასოდორის" შენობების ქ. ბათუმში, რკინიგზის ვაგზლის შენობის ქ. ახალქალაქში, ბაზრის კომპლექსის ქ. ზესტაფონში, კაფე-რესტორნის დ. ანაკლიაში, სასტუმროს სოფ. შეკვეთილში, საცხოვრებელი სახლების კომპლექსის თამარაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე და აღმაშენებლის გამზირზე ქ. თბილისში, სამონასტრო კომპლექსის ყაზბეგის რაიონში (ლარსთან) და ეკლესიის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში და სხვა; შრომით საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისა და დამსახურებისათვის 2015, 2016 და 2017 წლებში მიღებული აქვს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგის კავშირის ოქროს მედალი "დარგის ლიდერი".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 250


გააზიარე: