The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ქოიავა

მურმან ქოიავა
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:1982  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს.

მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობში". რიგითი ინჟინრიდან სამმართველოს უფროსამდე გაიარა სხვადასხვა თანამდებობები. 1960-იან წლებში ხელმძღვანელობდა "ნორიოს ბურღვის კანტორას" და ჰიდროდინამიკური კვლევების პირველ ლაბორატორიას. 1970-1974წწ. ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს, შემდეგ გაერთიანებულ ნავთობსარეწს; 1974 წლიდან სათავეში ჩაუდგა ლილოს ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს და გარდაცვალებამდე სამმართველოს უფროსი იყო. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; მუშაობდა ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვისა და ბურღვის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე; საფუძველი ჩაუყარა ნავთობის მოპოვებისა და საბადოების დამუშავების სპეციალობებს. არაერთხელ იყო არჩეული თბილისის საქარხნო რაიონის დეპუტატად.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.338

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: