The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოველ ქუთათელაძე

იოველ ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:15 დეკემბერი, 1963  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1910 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოდესაში აფთიაქის მმართველად დაიწყო მუშაობა. 1911 წელს გამოცდები ჩააბარა ნოვოროსიის უნივერსიტეტში ფარმაციის მაგისტრის წოდებაზე; იმავე წელს მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის შტატგარეშე ასისტენტად. აქედან დაიწყო მისი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობა; 1913 წელს იგი გადავიდა ფარმაკოლოგიის კათედრაზე; 1919 წელს საჯაროდ დაიცვა დისერტაცია; 1915 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ აირჩია იგი ფარმაკოლოგიის კათედრის პროზექტორის თანაშემწედ, შემდეგ პროზექტორად; 1920 წელს ჯერ პირავტ-დოცენტის, ხოლო შემდეგ დოცენტის წოდება მიანიჭეს; 1920 წელს ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჯერ სამედიცინო ინსტიტუტად, შემდეგ კი სამედიცინო აკადემიად გადაკეთდა. იოველ ქუთათელაძე ინსტიტუტის მდივნად და აკადემიის პრორექტორად აირჩიეს; 1921 წელს სამედიცინო აკადემიის საბჭომ იგი ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ დანიშნა და პროფესორის წოდება მიანიჭა; ამავე პერიოდში იგი დაუსწრებლად სწავლობდა ნოვოროსიის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1921 წელს იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის პროფესორად; 1924 წლიდან განაგებდა უნივერსიტეტის ანალიზური და სასამართლო ქიმიის კათედრებს; 1927-1930წწ. სათავეში ედგა ბიოლოგიური ქიმიის კათედრასაც და კითხულობდა ლექციებს შესაბამის დისციპლინებში. 1930 წელს უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რომელშიც შედიოდა ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტიც; 1937 წლიდან იგი გამოუკიდებელ ფარმაცევტულ ინსტიტუტად გადაკეთდა; ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტის დეკანად, ხოლო შემდეგ ფარმაცევტული ინსტიტუტის დირექტორად პროფესორი ი. ქუთათელაძე დაინიშნა; 1948 წელს ფარმაცევტული ინსტიტუტი შეუერთდა სამედიცინო ინსტიტუტს და იგი კვლავ განაგებდა სასამართლო და ანალიზური ქიმიის კათედრებს და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა. ფარმაცევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ebooks.tsu.ge; ქართული სამედიცინო ინტერნეტ-ქსელი: edu.; medgeo.netქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. - თბ., 1986. - გვ. 568-569.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1946-1963)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: