The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ქუთათელაძე

დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1979 წელს.

1979 წელს იყო საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ექიმი–ვირუსოლოგი; 1995 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოლიომელიტისა და სხვა ინტეროვირუსების ლაბორატორიის გამგე. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის, პოლიომიელიტის ეპიდემიოლოგიის, პოლოვირუსის მოლეკულური ბიოლოგიის პრობლემებზე. ვირუსოლოგი, ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიომიელიტინის ეპიდემიოლოგია და სპეციფიკური ვაქცინოპროფილაქტიკის იმუნოლოგიური ეფექტურობა საქართველოში", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.289

ბიბლიოგრაფია

  • მენინგიტი : სახელმძღვანელო რეკომენდაცია-გაიდლაინი (ავტორი). - თბილისი, შპს "პოლიგრაფ+", 2009. - 30გვ.. - ISBN: 978-9941-0-2036-0

გააზიარე: