The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ქურდიანი

იოსებ ქურდიანი
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:27 ოქტომბერი, 1977  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1918 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1924 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში. 1928 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1928-1931წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე; 1931 წელს წარადგინა საკვალიფიკაციო ნაშრომი და მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება ზოგად მეტეოროლოგიაში და კლიმატოლოგიაში; 1933 წელს გახდა გეოგრაფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ამ პერიოდში გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი. თარგმნა რიგი უცხოური სახელმძღვანელოები კლიმატოლოგიაში. 1935 წელს მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კლასის სასწავლო-საწარმოო მეტეოროლოგიური სადგური. 1939 წლიდან მუშაობდა ფიზიკა-მათემატიკის, შემდეგ ფიზიკის ფაკულტეტზე, იყო დეკანი; 1951-1960წწ. შეთავსებით მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1968 წლიდან - ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1943 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1968 წელს სადოქტორო დისერტაცია. მის კალამს ეკუთვნის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. შრომები ძირითადად ეხება მეტეოროლოგიას, კლიმატოლოგიას, დინამიკურ მეტეოროლოგიას, აეროლოგიას, ამინდს და კლიმატურ პროგნოზებს და სხვა საკითხებს. შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. იგი არის მრავალი კლიმატური რუკის ავტორი. 1979 წელს მისი სახელი მიეკუთვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგიურ სადგურს. მეტეოროლოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1970).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.263

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: