The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციალა ქურციკიძე

ციალა ქურციკიძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2010  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1953 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1956 წელს.

IX-XI საუკუნეების ხელნაწერთა მიხედვით შეისწავლა და გამოსცა ექვსი აპოკრიფული წიგნი მოციქულთა შესახებ. 1970 წელს გამოაქვეყნა ძველი აღთქმის აპოკრიფული წიგნების ქართული ვერსიები; 1964 წელს გამოსცა "ადამის აპოკრიფული ცხოვრების" ქართული ვერსია; 1973 წელს ელენე მეტრეველთან ერთად გამოსცა ილია აბულაძის "ძველი ქართული ენის ლექსიკონი"; 1978 წელს გამოაქვეყნა იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება; 1983 წელს გამოსცა "ბასილი კესარიელის ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმანი"; 1985 წელს "ნიკოდიმოსის აპოკრიფული წიგნის ქართული ვერსია". მონაწილეობდა "ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების" ტომების გამოქვეყნებაში და "ქართლის ცხოვრების" ტექსტის აკადემიური გამოცემის მომზადებაში. დაბეჭდილი აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძველი ქართული მწერლობისა და ენის საკითხებს ეძღვნება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ვერსიები აპოკრიფებისა მოციქულთა შესახებ", დაიცვა 1960 წელს. 1974 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 

წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=500

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: