The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ყანჩაველი

დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 1982  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი 1935 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ სამეცნიერო თანამდებობაზე. გამოიკვლია მალარიის გადამტანი კოღოების, ტყისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ენტომოფაუნა, მისი ბიოეკოლოგიის საკითხები. ეკუთვნის სახელმძღვანელოები: "სასოფლო-სამეურნეო ენტომოლოგია" (1964); "სატყეო ენტომოლოგია" (1966, თანაავტორი შ. სუპატაშვილი) და სხვა. ენტომოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1956). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.622

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: