The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ყეინიშვილი

ნანა ყეინიშვილი
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახმეტა.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეხილეობა, სწავლული აგრომონის კვალიფიკაციით 1986 წელს; ასპირანტურა 1988 წელს.

1987-1990წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამოქალაქო თავდაცვის კათედრის ლაბორანტი; 1993-2001წწ. შპს "მურომეცის" დირექტორი; 2001-2012წწ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი; 2012-2016წწ. საქართველპს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: აკადემიური დიდი ჯვარი - იოჰან სებასტიან ბახის სახელობის მუსიკის, ხელოვნების და მეცნიერებათა აკდემიის საპატიო წოდება (07 ივნისი 2005); კარლოს ჩაგას სახელობის ორდენი (09 ივლისი 2005); აუგუსტო პინოდის სახელობის საპატიო მედალი (13 ივნისი 2012). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 348

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2015-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2015-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი , თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი , წევრი (2013-)

გააზიარე: