The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედიშერ ყიფიანი

ედიშერ ყიფიანი
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 1972  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდრავლიკა-მექანიკის განხრით 1949 წელს.

1951-1961წწ. განაგებდა ჟურნალ "დროშის" ლიტერატურულ განყოფილებას; 1961 წლიდან იყო ჟურნალ "მნათობის" ჯერ პროზის განყოფილების გამგე, შემდეგ - პასუხისმგებელი მდივანი. პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1949 წელს; ნარკვევების პირველი კრებული "ბურთი და მოედანი" - 1954 წელს; მოთხრობების პირველი კრებული "მაღალი ჭერი" - 1956 წელს; 1950-იანი წლების დადასრულს მწერლის მხატვრული ოსტატობა საბოლოოდ დაიხვეწა; ამავე წლებში შეიქმნა მისი საუკეთესო მოთხრობები ("ჰაბოი", "ხელები", საბავშვო მოთხრობების ციკლი "ათფურცლიანი რვეულები", რომელსაც მიენიჭა პრემია საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებისათვის 1956 წელს და სხვ.). მწერლის თხზულებათა შინაგანი მთლიანობა და ჰარმონიულობა, სისადავე და ღრმა ჰუმანიზმი კიდევ ურფო გაცხოველდა მომდევნო პროზაულ კრებულებში: "გოგონა, რომელსაც ზღვა არ უნახავს" (1960); "მწვანე ფარდა" (1963); "მთვარის საქანელა" (1964); "ბურთი, რომელსაც ბიჭი დაეკარგა" (1960); "დროთა კავშირი" (1967); "მეცხრე კარი" (1972) და სხვ. განსაკუთრებულად წარმოჩნდა მწერლის ოსტატობა მის ბოლო ორ რომანში - "ცაში ასროლილი ქუდები" და "წითელი ღრუბლები". მისი თხზულებანი თარგმნილია ყოფილი სსრკ ხალხთა და ზოგიერთ უცხო ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.654; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.357

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: