| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე შაკიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1998 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს. 1998-2015წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2001-2005წწ. შსს სამინისტროს აკადემიის ქართული და უცხოური ენების კათედრის ასისტენტი; 2004-2005წწ. კოლეჯ "იმედის" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2006-2010წწ. უნივერსიტეტ "ვიტას" ქართული ენის კათედრის მასწავლებელი; 99-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის მასწავლებელი; 2012-2016წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი; 2016-2019წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2017-2025წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2025 წლიდან : საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 1 მონოგრაფიის, 8 სახელმძღვანელოსა 21 სტატიის. პედაგოგიური საქმიანობა: სასწავლო კურსის დასახელება - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსები: სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი, აკადემიური წერის ელემენტები, ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, წერითი და ზეპირი კომუნიკაციები, ორატორული ხელოვნება, ქართული ენა - 1, ქართული ენა - 2, ქართული ენა - 3, ქართული ენა - 4; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსი: აკადემიური წერა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსი: სწავლების მეთოდები - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეთნიკურ უმცირესობათა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსები: ქართული ენის გრამატიკა (მორფოლოგიის საკითხები), ქართული ენის გრამატიკა (სინტაქსის საკითხები), ქართული მართლწერისა და პუნქტუაციის საკითხები. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ფილოლოგია (ლინგვისტიკა, მეთოდიკა). მიღებული აქვს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მადლობის წერილი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოში საქმიანობით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის (2022). ფილოლოგიის დოქტორი (2012), პროფესორი (2012). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

