The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ შარაბიძე

თამარ შარაბიძე
დაბადების თარიღი:1965  (59 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1993წწ. - ქ. თბილისის მე-6 საშ. სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1989-1993წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის ასპირანტი; 1993-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2013 წლიდან - ქალაქ ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მიმართულების საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი; კრებულის "ვაჟა-ფშაველა – თანამედროვე ინტერპრეტაციათა ცდანი" – რედაქტორი; კრებულის – "ქართული რეალიზმის სათავეებთან" – რედაქტორი (2015 წლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა). სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა  - "ქრისტიანული მოტივები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრისტიანული მოტივები XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა პოეზიაში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.499; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: