The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ შარაშენიძე

ჯემალ შარაშენიძე
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მეტალურგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით, 1963 წელს.

1964-1965წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, ლით. წნევით დამუშავების ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი; 1965-1972წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1981წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1997წწ. - ფხვნილების გლინვის პროცესების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1972-1996წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, დოცენტი (შეთავსებით); 1998-2005წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტებით გათვალისწინებული პროექტების ხელმძღვანელი; 1996 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 1997 წლიდან - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ლითონური მასალების წნევით დამუშავების ლაბორატორია, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო ინტერესები: ლითონური და ფხვნილოვანი მასალების წნევით დამუშავების პროცესები. სამეცნიერო ნაშრომების და გამოგონებების ავტორი. ინჟინერ მექანიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.244; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, მეტალურგიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (2010-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, მეტალურგიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე (2006-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: