The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლენა შატაკიშვილი

ლენა შატაკიშვილი
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1985  (39 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაციით 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 1998 წელს და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 2002 წელს.

2002 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2002-2021წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორია; 2002-2010წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაციის" კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2004-2006წწ. ჰიდროსაიჟინრო ფაკულტეტის "ჰიდრომანქანების" კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2006 - 2015 წწ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის "თბო და ჰიდროენერგეტიკის" დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2010-2011წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და USAID-ის ერთობლივი  "ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების" პროექტის ასოცირებული პროფესორი; 2010 - 2014წწ. მოწვეული პროფესორი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში; 2020 წელს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2020-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო  2021 წელს არჩეულ იქნა ფაკულტეტის დეკანად; 2002 წელს დაიცვა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი "ჰიდრავლიკსა და საინჟინრო ჰიდროლოგიაში"; გამოქვეყნებული აქვს 45 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 8 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია (ინგლისურ ენაზე) გამოქვეყნებული უცხოეთში. 2002 წელს დაიცვა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი "ჰიდრავლიკსა და საინჟინრო ჰიდროლოგიაში". ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: