The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა შენგელია

ვაჟა შენგელია
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1963 წელს.

1963-1966წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი; 1966-1968წწ. - ამავე ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილება; 1969-1972წწ. - ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1975წწ. - სწავლული მდივანი; 1975-1986წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1987წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-2006წწ. - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2006 წლიდან - ამავე ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1968 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; 1999 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, 1987 წლიდან დოცენტი, 2002 წლიდან პროფესორი, 2006 წლიდან მიწვეული პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (განსაკუთრებით, აფხაზურ-ჩერქეზულ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხების კვლევა; ამ ენათა ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული წყობისა და ლექსიკის ანალიზი, სინქრონული და დიაქრონიული თვალსაზრისით. 140 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირის, ჩვენებითი და კითხვითი ნაცვალსახელები აფხაზურ-ადიღურ ენებში", დაიცვა 1968 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართველურ და ჩერქეზულ ენობრივ სისტემათა ისტორიისათვის", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ. 499; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: