The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახა შენგელია

კახა შენგელია
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1970  (53 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო ისტორიის სპეციალობით 1988 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1993 წელს; თბილისის ბიზნესის უმაღლესი სკოლა 1993 წელს; ჰართფორდის უნივერსიტეტი 1998 წელს.

1992–1993წწ. იყო საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტი; 1992–1993წწ. გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორის მოადგილე, საერთაშორისო ამბების განყოფილების რედაქტორი; 1993–1997წწ. ჰართფორდის უნივერსიტეტის აშშ მარკეტინგისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის ასისტენტი; 1998–1999წწ. ამერიკული კომპანია "ორბიტელის" პროექტის მენეჯერი (აშშ), 1999–2000წწ. ამავე კომპანიის კავკასიის წარმომადგენელობის დირექტორი; 2000–2002წწ. კავკასიის ბიზნეს სკოლის დეკანი; 2002–2004წწ. თბილისის ვიცე პრემიერი; 2005 წლიდან არის წმინდა მერის უნივერსიტეტის დოქტორანტი (ჰალიფაქსი, კანადა); 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. ავტორია წიგნებისა, სტატიებისა და მრავალი სალექციო კურსის. მინჭებული აქვს ისტირიისა და ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.

სადოქტორო დისერტაციის თემა ისტორიაში - "ტაო–კლარჯეთის ძეგლების შესწავლის ისტორია",  დაიცვა 2005 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა ეკონომიკაში - "საგადასახადო მექანიზმის სრულყოფის საკითხები საბაზრო მეურნეობაზე გარდამავალ პერიოდში", დაიცვა 2008 წელს.

წყარო: კავკასიის უნივერსიტეტი: cu.edu.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 359; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები" (2004-2008)
  • საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია, ვიცე–პრეზიდენტი (2004-2008)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: