The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ შენგელია

თეიმურაზ შენგელია
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1989წწ. - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ეკონომიკისა და მართვის კათედრის მასწავლებელი; 1989-1993წწ. - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მართვის კათედრის დოცენტი, ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2004-2005წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, "ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის" კათედრის გამგე; 2005-2012წწ. - საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; 2006-2009წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის" კათედრის გამგე, "ბიზნესის ადმინისტრირების" მიმართულების ხელმძღვანელი; 2013 წლიდან - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2006-2013წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, "საერთაშორისო ბიზნესის" კათედრის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, "ბიზნესის ადმინისტრირების" სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, "საერთაშორისო ბიზნესის" მოდულის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომებისა და სტატიების ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინოვაციური პროცესების ეფექტიანობა და ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.537; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge


გააზიარე: