The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო შილაკაძე

ვანო შილაკაძე
ოფიციალური სახელი:ივანე შილაკაძე
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1910
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 1978  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1937 წელს; 1938 წლიდან იყო უნივერსიტეტის ასპირანტია (მანამდე ერთი წელი მივლინებული იყო მასწავლებლად სოფელ ჯგალში, სამეგრელო).

1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება; 1964 წელს აირჩიეს არმენოლოგიის კათედრის გამგედ და ამ თანამდებობაზე იყო 1978 წლის ბოლომდე, გარდაცვალებამდე.

სიცოცხლის ბოლო წლებში ივანე შილაკაძემ დააარსა არმენოლოგიური სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში მომუშავე სპეციალისტების გაერთიანებას. სემინარი რეგულარულად ტარდებოდა, მასში მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ; მისი ხელმძღვანელობით არმენოლოგიის კათედრის ბიბლიოთეკა (რომელსაც საფუძვლად დაედო მისი მასწავლებლის და კათედრის პირველი გამგის პროფესორ ლეონ მელიქსეთ-ბეგის ბიბლიოთეკა) შეივსო უნიკალური სპეციალური ლიტერატურით, მათ შორის ისეთი წიგნებით, რომლებიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. ივანე შილაკაძის გარდაცვალების შემდეგ, მისივე სურვილის თანახმად კათედრას გადაეცა პირადი ბიბლიოთეკის არმენოლოგიური ლიტერატურის 700-მდე ტომი. მან ეს წიგნები თვითონ გადაარჩია, მაგრამ სიცოცხლეში გადაცემა ვერ მოასწრო. მოგვიანებით, 1990-იან წლებში მისმა ოჯახმა სპეციალური ლიტერატურის გარკვეული ოდენობა კიდევ გადასცა არმენოლოგიის კათედრას. ავტორია 80-მდე ნაშრომისა, რომელთაგან 5 ცალკე წიგნად არის გამოქვეყნებული. მათ შორის, ძველი და ახალი სომხური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები, რომლებიც ქართველი სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად იგი ინტენსიურ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. მას თარგმნილი და გამოცემული აქვს სომხური კლასიკისა და თანამედროვე ავტორთა არაერთი ნაწარმოები. ივანე შილაკაძემ დიდი დრო მოანდომა აგრეთვე ქართული ხალხური მუსიკის შესწავლას და ამ სფეროშიც რამდენიმე საინტერესო წიგნის ავტორია.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: