The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინა შიოშვილი

თინა შიოშვილი
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბაადების ადგილი: სოფელი კაჭრეთი, გურჯაანის რაიონი.

1972 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორანტი (1970-1980); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებელი (1981-1988); ამავე უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი (1994-1996წწ); ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტი (1996-2004); ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი (2004-2006); ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი (2007-2009); ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფოლკლორისა და ლინგვისტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1985-2009); შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილების ფოლკლორის სექტორის ხელმძღვანელი (2000-2009) ; ამავე უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილების  ფოლკორის სექტორის ხელმძღვანელი (2010-2013); 2009 წლიდან -  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორია; 2014 წლიდან კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. სამეცნიერო შრომების ავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ფოლკლორისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, ქართული ლიტერატურის ისტორია; ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს აგათა კრისტის "ბრალდების მოწმე" (1984), "პრემიერ-მინისტრის მოტაცება" (1997), ვლადიმერ ვისოცკის "ლექსები" (2006), "ოთხი შეხვედრა" (შეასრულა შოთა ზოიძესთან ერთად, 1991), "ბიბლიური ისტორია ყრმათათვის" (შეასრულა ნარგიზ აბაშიძესთან ერთად, 1992), ლიონ ფოიხტვანგერის "მოსკოვი-1937" (თანამთარგმნელი ალექსანდრე ჩხარტიშვილი, 1995), ხასან ჰელიმიშის "ლექსები" (თანამთარგმნელები: ზ. თანდილავა, ც. ნარაკიძე, ლ. კონცელიძე, ც. ანთაძე, ნ. ინგოროყვა, ნ. ჯაფარიძე, ვ. ღლონტი, თ. თედორაძე, ს. ბერიძე). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თედო სახოკიას ფოლკლორისტული მოღვაწეობა", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზნეობრივი პრობლემატიკა ქართულ ფოლკლორში", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.500; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.geსაინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.88

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • თედო სახოკიას სახელობის პრემია
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: