The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა შუბითიძე

ვაჟა შუბითიძე
სხვა სახელი:პიპა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1982 წელს; ამავე  ფაკულტეტის  ასპირანტურა 1985 წელს; იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიანტი.

1986 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე; 2014 -2017 წწ. იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ვ. შუბითიძის ნაშრომებით "რა შეუძლია პოლიტიკაში კარგ იმიჯს" და "სამშობლოსმცოდნეობა" საქართველოში საფუძველი  ჩაეყარა მეცნიერების ორ მიმართულებას - იმიჯოლოგიას და სამშობლოსმცოდნეობას. არის "პროფესორთა  ლიგის" და საზოგადოება "დიდგორი  1121" ხელმძღვანელი, შუბითიძეთა გვარის თავმჯდომარე; მისი აქტიური მონაწილეობით გამოიცა ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი პლატონის "ტიმეოსი", ჰენრიკ იბსენის ორტომეული, სერვანტესის ორიგინალიდან  ნათარგმნი "დონ კიხოტი" (1994-1995); არის 140-ი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 17 წიგნის, აქედან 8 მონოგრაფიის და 5 სახელმძღვანელოს ავტორი; პროექტების ხელმძღვანელი და თანაავტორი: "ხისტი და რბილი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში" (2019), "ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია (2020); 50 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და 20-ზე მეტი წიგნის რედაქტორი; 19 დოქტორის სამეცნიერო ხელმძღვანელი. სამოქალაქო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა "პერსონა 2021"–ის ტიტული (საქართველოს წარმატებული ადამიანები). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეროვნებათშორისი ურთიერთობანი თანამედროვე საქართველოში", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნოე ჟორდანიას პოლიტიკური შეხედულებები", დაიცვა 2004 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (2021-)
  • პოლიტიკური იმიჯისა და მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაცია, პრეზიდენტი (2000-)
  • საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2008-)
  • ფაზისის აკადემია, აკადემიკოსი (2017-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის პრემია
  • 2014 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 2011 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: