The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ შურღაია

ნიკოლოზ შურღაია
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1961-1963წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, III კურსიდან გადავიდა ეკონომიკის ფაკულტეტზე; 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1969-1971წწ. მუშაობდა სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ ეკონომიკისა და დაგეგმვის ინსტიტუტში საწარმოო ძალთა განლაგების განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1971-1984წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; პარალელურად, 1974-1982წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ეკონომიკური გეოგრაფიის დარგში; 1984 წლიდან მუშაობდა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში; 1990 წლიდან სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში (სადაც 1986 წლიდან კითხულობდა ლექციებს). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები; თარგმნა სახელმძღვანელო ეკონომიკურ და სოციალურ გეოგრაფიაში - "ეკონომიკური გეოგრაფიის შესავალი". თანაავტორია რამდენიმე მონოგრაფიული გამოკვლევისა: "თბილისი-რუსთავის სამრეწველო კვანძი", "ქვემო ქართლი", "სამხრეთი ეკონომიკური რაიონი" და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთი ეკონომიკურ-გეოგრაფიულ რაიონის სამეურნეო კომპლექსის განვითარების რეგიონალური პრობლემები", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.274 


გააზიარე: