The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაულ ჩაგუნავა

რაულ ჩაგუნავა
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:2014  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის კათედრაზე; დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ქიმიკოს-ტექნოლოგის სპეციალობით 1962 წელს.

1962-1963წწ. მუშაობდა რუსთავის აზოტოვანი  სასუქების ქარხნის ცენტრალურ ლაბორატორიაში ქიმიკოს - ინჟინრის თანამდებობაზე; 1963-1979წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული და გამოყენებითი  ქიმიის ინსტიტუტის დენის წყაროების ლაბორატორიაში; 1979 წელს სათავეში ჩაუდგა მის მიერვე შექმნილ ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიას. ავტორია 300-დე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 6 მონოგრაფიის. 2005 წელს მიღებული აქვს იუნესკოს მედალი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.231

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: