The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ჩანტლაძე

შოთა ჩანტლაძე
დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 1968  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო აკეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1954 წელს პოეტი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა ირაგაში მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად. შოთა ჩანტლაძე, გარდა ლექსებისა, წერდა მოთხრობებს, მინიატურებს, იგავებს. თარგმნა ფინური ეპოსი  "კალევალა", ირლანდიური საგები, პუშკინის, ლერმონტოვის, ტიუტჩევის შედევრები. მისი დღიურები და პირადი წერილები მრავალ საინტერესო ცნობას შეიცავენ იმდროინდელი ლიტერატურული პროცესების შესახებ. დღემდე პოეტის ოთხი კრებული  დაისტამბა, მათ შორის-"თენდება, ღამდება" (1984 წელი) და "შოთა ჩანტლაძე".

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდი: buki.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: