The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ჩართოლანი

Date of birth:15 August, 1932
Date of death:2010  (at 77 years)
Category:Historian, Scientist, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ასპირანტურა 1963 წელს.

1956-1963წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრში და ხელმძღვანელობდა სვანეთის რეგიონალურ არქეოლოგიურ განყოფილებას. მისი სამეცნიერო მიმართულება და შესწავლის საგანი იყო "საქართველოს ძველი კულტურა ისტორიული კოლხეთის მთიანეთში". იკვლევდა ნეოლითის, ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების არქეოლოგიურ ძეგლებს, აგრეთვე უძველეს სამთამადნო წარმოებას. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია თბილისში, მოსკოვსა და გერმანიაში. მონაწილეობდა ყაზბეგის, თეთრიწყაროს, რაჭის, ბედენის, ენგურისა და სვანეთის არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1965 წლიდან დაიწყო კოდორის, ენგურისა და ცხენისწყლის ხეობათა მთიანი ზოლის არქეოლოგიური შესწავლა. აღმოჩენილი აქვს 200-მდე ძეგლი, რომელთა უმრავლესობა მისი ძალისხმევით დაცულია სახელმწიფოს მიერ. მისი ინიციატივით მესტიაში დაარსდა "სვანეთის არქეოლოგიური ბაზა - ფონდსაცავი", რომელიც არქეოლოგიური მუზეუმის ფუნქციასაც ასრულებდა. სხვადასხვა დროს დალაშქრული აქვს კავკასიონისა და პამირის მსოფლიოში ცნობილი მწვერვალები. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1974), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.423

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს სპორტის ოსტატი (ალპინიზმი)

Share: