The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ჩარკვიანი

გელა ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1939
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 2021  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1970 წელს იყო მიჩიგანის უნივერსიტეტის სტაჟიორი.

მისი კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, 1976-1994 წწ. სატელევიზიო გადაცემა "გლობუსის" წამყვანია; 1984-1992წწ. საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; 1992-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მთავარი მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თანაშემწე; სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი; 2005-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერი;2009-2011წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში; 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი; 2006-2009 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში; 2009-2011 წლები საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა. 2017-2020წწ. გაეროს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხებში; 25 წლის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურ ენას, შემდეგ კი სოციოლოგიას ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (1999). ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, ყველაზე მეტად მუსიკა იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს. თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი". მისი ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის (1997-2008) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე). წიგნში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა. იგი არის 10-მდე წიგნის და თარგმანის ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 359; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 265; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.170

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე (1984-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2013 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
  • 2011 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია

  • ნაგერალა : ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2015. - 172გვ.. - ISBN: 978-9941-458-33-0
  • ნარგიზა : მუს. დრამა 2 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2013. - 76გვ.. - ISBN: 978-9941-445-40-8
  • ინტერვიუ მამასთან : კანდიდ ჩარკვიანი სტალინის, ბერიას და გვიანდელი სტალინური ეპოქის საქართველოს შესახებ (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2013. - 128გვ.. - ISBN: 978-9941-445-33-0

გააზიარე: