The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჩაჩავა

მიხეილ ჩაჩავა
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1983  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

1944-1950წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1950-1968წწ. განაგებდა პედიატრიული და სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის, 1968-1974წწ. კი სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრას; 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის მეცნიერ-კონსულტანტი; ფართო დიაპაზონის მეცნიერი ხშირად მონაწილეობდა ქირურგთა საერთაშორისო კონგრესებზე; 1960 წელს ხანგრძლივი ვადით მიიწვიეს ინგლისში; იგი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის რვა მონოგრაფიისა და ოთხი სახელმძღვანელოსი; მას დიდი როლი მიუძღვის წყლულოვან დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის საქმეში; იგი აგრეთვე საყლაპავი მილის, გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და ძვალ-სახსარის ტუბერკულიოზის, პროქტოლოგიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის ინიციატორია საქართველოში; თავისი 55 წლის მანძილზე გაკეთებული ჰქონდა 20 ათასზე მეტი ოპერაცია მარტო გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებზე, მან საქართველოში პირველად შეასრულა გულის მანკის ოპერაციები; 1985 წელს მშობლიური ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოს მიენიჭა მისი სახელი; დაჯილდოვებული იყო მედლებით; ქირურგი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1936 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1937 წელს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.376

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: