The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჩაჩავა

ნიკოლოზ ჩაჩავა
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1901
გარდაცვ. თარიღი:14 აგვისტო, 1974  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

1925-1926წწ. იყო გაზეთ "დროულის" თანარედაქტორი; 1934-1961წწ. მუშაობდა ქართული ჟურნალ–გაზეთების: "ლიტერატურული გაზეთი", "ჩვენი თაობა", "დროშა" რედაქციებში; 1919 წელს ქუთაისში დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი, ახალგაზრდების ჟურნალ "წინსვლის ემბლემაში"; ძირითადი პოეტური კრებულები: "სიცოცხლეს ვუმღერ" (1950), "სადაც ვშობილვარ" (1958), "ცისა და მიწის" (1962), "რაც განმიცდია" (1962), "ამ ქვეყანაზე" (1964), "ლექსები" (1967), "ამ თაობიდან იმ თაობამდე" (1971), "მე ისევ ვოცხლობ" (1975); მისი საბავშვო ლექსები, პოემები და პიესები მრავალგზის გამოიცა ცალკე წიგნად – "რატომ ვერ აგებს ჩხიკვი კარგ ბუდეს" (1945), "ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს" (1947), "ზანგი გოგონა" (1951), "საბავშვო ლექსები" (1955), "ვითამაშოთ ერთად" (1966), "ზარმაცი ბიჭის ამბავი" (1971), "მზეო ამოდი, ამოდი" (1975).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.377

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: