The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბელა ჩეკურიშვილი

ბელა ჩეკურიშვილი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანისტიკის ფაკულტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი; თბილისის გოეთეს ინსტიტუტი; ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა კომპარატივისტიკის მიმართულებით.

1998 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას; 1998-2013წწ. მუშაობდა კულტურის ჟურნალისტად ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, გამომცემლობებში – რედაქტორად, სკოლაში – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად;  მისი ლექსები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში, გამოიცემა წიგნებად და თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ, ფრანგულ, ესპანურ და არაბულ ენებზე; მისი შემოქმედების მთავარი საკითხია თანამედროვე ქაოტურ სამყაროში ადამიანური ღირებულებებისა და საყრდენი წერტილის ძიება; ლექსები შესულია შემდეგ გერმანულენოვან ანთოლოგიებში: შორიდან. თანამედროვე ქართული ლირიკა. (Aus der Ferne. Neue Georgische Lyrik), 2015, Corvinus Presse; მე კი კავკასიისკენ მსურს. ქართული ლირიკის ანთოლოგია (Ich aber will dem Kaukasos zu.Eine Anthologie georgischer Lyrik), 2015, Pop Verlag; ლირიკის ყოველწლიური 2017. (Jarbuch der Lyrik 2017)[2], Schöffling Verlag; Common Sense 2017 (Edition Augenweide Berburg); ბერლინის ხელოვანთა ჟუნალში Body&Soul, N30, 2018. Corvunus Presse Berlin; გრანდ ტური. მოგზაურობა ახალგაზრდა ევროპულ ლირიკაში ალბანეთიდან კვიპროსამდე. (Eine Reise durch die junge Lyrik Europas – von Albanien bis Zypern), Hanser Verlag, Munich, 2019; ანტიკური სამყაროსკენ წარტაცება. ახალი ისტორიები ბერძნულ მითებზე. (Entführung in die Antike: Neue Geschichten um griechische Mythen), PalmArtPress, Berlin 2019; "გზაში". საგამოფენო კატალოგი ("Unterwegs"), Knecht Verlag, Landau 2019; პოეზიის კალენდარი "მფრინავი სიტყვები" 2019. (Fliegende Wörter 2019. Postkartenkalender 2019. Daedalus Verlag); ქართულ-ინგლისურ ანთოლოგიაში: ქართველი პოეტი ქალები Georgian Female Poets. Tbilisi, Georgia, 2016; თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის ინგლისურენოვან ანთოლოგიაში: Modern Georgia Poetry and Prose, N1, Tbilisi 2017; მოთხრობა "პინარის მძივი" შესულია თურქულ ენაზე გამოცემული თანამედროვე ქართული პროზის კრებულში (არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან), თურქულად თარგმნა ფარნა-ბექა ჩილაშვილმა, (თურქ.: Sessiz Harfler Antolojisi - Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler), გამომცემლობა "კალემ კულტურ", სტამბოლი, 2017, ISBN 978-605-84-7873-2; 2010 წელს ნომინირებული იყო საბაზე. პროზაიკოსი, გერმანისტი.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge; ბელა ჩეკურიშვილის კუთხე: belachekurishvili.ge; ბურუსი: burusi.wordpress.com; armuri.georgianforum.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: