The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაულ ჩილაჩავა

რაულ ჩილაჩავა
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭითაწყარო, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1970 წელს.

1967 წელს მიავლინეს უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. 1970 წლიდან ცხოვრობს კიევში.  მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სხელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად; 1992-2005წწ. უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარალელურად უკრაინის დედაქალაქის წამყვან უნივერსიტეტებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას; კიევის კულტურისა და ხელოვნების ხელმძღვანელ კადრთა სახელმწიფო აკადემიაში ხელმძღვანელობდა უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრას, დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციას; 2005-2010წწ. უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლატვიის მეცნიერებათა აკადემია, საპატიო დოქტორი
  • ლატვიის მწერალთა კავშირი, წევრი
  • მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • უკრაინის მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • თბილისის მერია, სიგელი და მედალი "ქართული კულტურის ამაგდარი"
  • მაქსიმ რილსკის სახელობის პრემია
  • ვლადიმერ ვინიჩენკოს სახელობის პრემია
  • მავრიკ ვულფსონის სახელობის პრემია
  • ალექსანდრე ჩაკის სახელობის პრემია
  • უკრაინის უზენაესი რადის საპატიო სიგელი, უკრაინელი ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის
  • უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საპატიო სიგელი
  • ციცერონის სახელობის საერთაშორისო პრიზი
  • ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედალი
  • ღირსების ორდენი
  • საერთაშორისო ორდენი "კომანდორის ჯვარი“
  • საერთაშორისო ორდენი "ოფიცრის ჯვარი“
  • უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • უვადო მივლინება : კრებული (ავტორი). - რიგა, ზელტა რუდენს, 2009. - 628გვ.. - ISBN: 9984-9275-9-8
  • ოცდამეხუთე კადრი : ლექსები, მარგინალიები, ესეები, ავტოგრაფები, წერილები, ფოტოები, ნაწყვეტები სტატიებიდან (ავტორი). - თბილისი, ახალი ეპოქა, 2003. - 432გვ.
  • თბილისის დროით : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 160გვ.
  • მზეკაბანი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 209გვ.
  • მზის ჩასვლის მერე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1979. - 99გვ.

გააზიარე: