The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ჩიქავა

იოსებ ჩიქავა
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1922
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 2014  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოკი, ზუგდიდის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.

1941 წლის აგვისტოში IV კურსის სტუდენტი გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და ომის დამთავრებამდე როგორც მზვერავ-მეომარი იბრძოდა გერმანელი დამპყრობლების წინააღმდუეგ ჩრდილო კავკასიის, ყირიმის, უნგრეთის, ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ფრონტებზე. ავსტრიის დედაქალაქ ვენის აღების ოპერაციაში მან თავისი გმირული ბრძოლით ხელი შეუწყო ქალაქის მოსახლეობის აჯანყების გამარჯეებას 1945 წლის აპრილში გერმანელ ფაშისტებზე და თავის მამაც რაზმელებთან ერთად დაიმსახურა გვარდიელი მზვერავის სახელი, რაც საფუძველი გახდა კაპიტნის სამხედრო წოდების მისანიჭებლად. დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დემობილიჩაციით დაბრუნდა საქართეელოში და IV კურსიდან განაგრძო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს კპ ზუგდიდის რაიკომის აპარატში განყოფილების გამგედ, აგრეთვე რაიონული გაზეთ "მებრძოლის" პასუხისმგებელ რედაქტორად და პარალელურად სწავლობდა დაუსწრებლად ასპირანტურაში. 1954-1960წწ. იყო ზუგდიდის პარტრაიკომის მეორე მდივანი. 1960-1963წწ. იყო საქართველოს კპ წალენჯისის რაიკომის პირველი მდივანი, 1964-1965წწ. ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივანი. 1966 წლის იანვრიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომლად. 1960 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, 1972 წელს - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, 1979 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება, იგი არის 53 სამეცნიერო შრომის, მათ შორის 6 მონოგრაფიის ავტორი. მონაწილეობდა აგრეთვე საქართველოს ისტორიის ნარკვევების VII ტომის და უმაღლესი სასწავლებლებისათვის განკუთენილი საქართველოს დამხმარე სახელმძღვანელოს (1984) შექმნაში. კითხულობდა ლექციებს ზუგდიდის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში. 1966 წლიდან იყო ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, ხოლო 1980 წლიდას მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოება "ცოდნის" გამგეობის თაემჯდომარის მოადგილე. მიღებული აქვს  ორდენები და 12 მედალი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 119-120

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოება "ცოდნის" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1950-1965)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "საბრძოლო მამაცობისთვის" (ორგზის)
  • მედალი "ვენის აღებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: