The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არნოლდ ჩიქობავა

არნოლდ ჩიქობავა
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1898
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1985  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაკრძალულია სოფ. ოქროყანაში, საკუთარ აგარაკზე
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საჩიქობავო, სენაკის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1922 წელს.

1926-1933წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1933-1960წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრას. 1936-1985წწ. თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების გამგეა, 1950-1952წწ. კი ამავე ინსტიტუტის დირექტორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ენათმეცნიერების თეორიული პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართული და კავკასიური ენების გრამატიკა, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორია, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია, და ა.შ. არის 300-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული" (ამჟამად "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება") დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი. მიღებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის სახელობის პრემია (1951). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.141

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბერლინის უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი (1960-)
  • დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოება, საპატიო წევრი (1968-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1951 - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: