The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჩიჩუა

დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1994  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა ბათუმის კომუნალური ტექნიკუმი ტექნიკოს-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1934 წელს.

მუშაობდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ N429-ე ქარხანაში თბოსადგურის მორიგე ტექნიკოსად, მორიგე ინჟინრად, უფროს ტექნიკოსად; 1941 წლიდან - N6 საამქროს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1945 წლიდან - მთავარი ენერგეტიკის განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1949 წლიდან - ქარხნის მთავარი ენერგეტიკოსი; 1950 წლიდან - "საქენერგოგასაღების" მთავარი ინსპექტორი; 1952 წლიდან - "საქენერგოს" ბათუმის ენერგოგასაღების ენერგოზედამხედველობის სამსახურის უფროსი; 1960 წლიდან - თბილისი, "საქმთავარენერგოს" ენერგოზედამხედველობის ინსპექციის ინჟინერი; 1965 წლიდან - ამავე სამსახურის უფროსი; 1971-1979წწ. - "საქმთავარენერგოს" ენერგოგასაღების დირექტორი; 1979-1982წწ. - "საქმთავარენერგოს" სოფლისა და კომუნალური ქსელების სამსახურის უფროსი; 1982 წლიდან - იმავე სამსახურის სექტორის უფროსი, გამანაწილებელი ქსელების ექსპლუატაციისა და რემონტის სექტორის ინჟინერი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და მადლობები, 1966 და 1976 წლებში დაჯილდოვდა "საბჭოთა კავშირის ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის წარჩინებულის" დიპლომებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.384-385

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი
  • მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით"

გააზიარე: