The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩიხლაძე

დავით ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: წულუკიძის რაიონი (ახ. ხონის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, ძებნა-ძიების სპეციალობით 1958 წელს და მიენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია.

1958 წლიდან იყო "საქგეოლოგიის" ლანჩხუთის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის მუშა; 1960 წლიდან - ინჟინერ-გეოლოგი; 1964 წლიდან - თეთრი წყაროს გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1969-1978წწ. - თერჯოლის გეოლოგიური პარტიის მთავარი ინჟინერი; 1978-1993წწ. - "საქნავთობის" გეოლოგიური-საძიებო კანტორის გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1993-1995წწ. - "საქნავთობის" გეოლოგიური-საძიებო კანტორის დირექტორი; 1995-1997წწ. - "საქნავთობის" შპს "ნავთობგაზძიების" გენერალური დირექტორი; 1997-1999წწ. - "საქნავთობის" ნავთობგაზძიების სამმართველოს უფროსი; 1999-2004წწ. - "საქნავთობის" ნავთობგაზძიების სამმართველოს უფროსი; 2004-2005წწ. - "სქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების მთავარი სამმართველოს ნავთობგაზძიების სამმართველოს უფროსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.385

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - საქართველოს ნავთობის და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი
  • 1990 - საქართველოს სსრ მრეწველობის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: