The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჩიხლაძე

ნიკოლოზ ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1971  (52 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი 1994 წელს.

1993-1996წწ. იყო  გაზეთების "ბიზნეს-კურიერის" და "ქუთაისის" ეკონომიკური მიმომხილველი; 1997-1998წწ.  იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი; 1998-2000 წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იმერეთის მხარის ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2010წწ. იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი; 2010-2013წწ. ქ. ქუთაისის მერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში; 2013-2014წწ. იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსის მოადგილე; 1994-1998წწ. მართვის, ბიზნესის და სამართლის აკადემიური ცენტრის ქუთაისის ფილიალის, ასისტენტი, მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე; 2002-2005წწ. ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტის პრორექტორი; 1998-2003წწ. თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის დოცენტი, კათედრის გამგე; 1999-2004წწ. ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ს/კ ინსტიტუტის ქუთაისის რეგიონული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-2006წწ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტის კათედრის პროფესორი; 2004-2006წწ. ქუთაისის აკ. წერეთლს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრის პროფესორი; 2007-2009წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი; 2010-2011წწ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის სასწავლო ცენტრის მიწვეული პროფესორი; 2011-2017წწ. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულეტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2012-2018წწ. ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულეტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2010-2018წწ. ქუთაისის უნივერსიტეტის  სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი; 2017-2020წწ. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2006 წლიდან სამეცნიერო ჟურნალ "ეკონომიკური პროფილის" პასუხისმგებელი რედაქტორი/მთ. რედაქტორი; 2006 წლიდან აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 21 წიგნი და მონოგრაფია, 123 სამეცნიერო სტატია. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2004), თეოლოგიის დოქტორი (2011), პროფესორი. 2000-2003წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდია. 2021 წელს მიღებული აქვს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჯილდო ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის, UNESCO-ს მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. 
ეკონომიკაში მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი თემა: "ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობების რეგულირების და რეგიონის საგადასახადო პოტენციალის ეფექტიანობის ამაღლების გზები საბაზრო პირობებში"; თეოლოგიაში დოქტორის (PhD) სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი თემა: "მართლმადიდებლობის ეკონომიკური პარალელები".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2013-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2011-)
  • ღვთისმეტყველების საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (2012-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: