The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ჩოგოვაძე

ჯემალ ჩოგოვაძე
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:2014  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის 1959 წელს.

1959-1960წწ. მუშაობდა "ხრამჰეს-2"-ის მშენებლობაზე, ცვლის ინჟინრად და ლაბორატორიის გამგედ; 1960-1962წწ. თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ინჟინრად; 1962-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ ასპირანტი, შემდეგ უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1968-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენის" სისტემაში სამმართველოს უფროსად; 1972-1985წწ. მუშაობდა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდრონაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1985 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრაზე (ამჟამად მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტი); პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში მუშაობდა დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე; 1991 წლიდან იყო კათედრის გამგე; 1988-1991წწ. შეთავსებით ეკავა სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობა; 2012 წლიდან იყო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო სტატია, 6 სახელმღვანელო; აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების მუშაობაში; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2000)

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.645-646

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: