The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ჩოლოყაშვილი

რუსუდან ჩოლოყაშვილი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1971 წელს.

1972–1990წწ. ფოლკლორისტული სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე; 1971-1987წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი; 1987-2004წწ. ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი; 1985 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1998 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. 1988-1992წწ. თბილისის მე-6 გიმნაზია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1993-2001წწ. თბილისის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში, პროფესორ-მასწავლებელი;  1996-2000წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი; 2000-2006წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2007-2010 და 2008-2011წწ. სამეცნიერო გრანტების გამარჯვებული. არაერთი ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მონოგრაფიის რედაქტორი. 2006 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი და ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: