The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ ჩომახიძე

დემურ ჩომახიძე
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:26 აპრილი, 2023  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოჩა-ჯიხაიში, ხონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1969წწ. მუშაობდა ტრესტ "ჭიათურმანგანუმის" სისტემაში; 1969-1996წწ. - სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, პარალელურად სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1996-2004წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი; 2004 წლიდან - დირექტორი; 2005-2007წწ. - მეცნიერ-კონსულტანტი; 2007 წლიდან - სემეკის თავმჯდომარის მრჩეველი. მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში და საგრანტო პროექტებში. წლების განმავლობაში სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაციები. მისი კვლევის ძირითადი სფეროა ენერგეტიკის ეკონომიკა და მენეჯმენტი. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 22 წიგნი და მონოგრაფია მრეწველობისა და ენერგეტიკის ეკონომიკის, აგრეთვე რეგულირების პრობლემებზე. არის ამ საკითხებზე მრავალრიცხოვანი სტატიების ავტორი, რომლებიც დაბეჭდილია საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში და სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. იყო რამდენიმე რესპუბლიკური და საერთაშორისო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1972), ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.388; დემურ ჩომახიძე : ხსოვნა / საქართველოს საინჟინრო აკადემია // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2023.-26 აპრილი.-N46 (9578).-გვ.11

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ეროვნული ენერგეტიკის აკადემია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: