The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ჩოხელი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1954
გარდაცვ. თარიღი:16 ნოემბერი, 2007  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამთავროს დედათა მონასტერი, მცხეთა
კატეგორია:მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩოხი, დუშეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.

1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან გადავიდა კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში; 1979 წლიდან იწყებს მუშაობას კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად; 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი "წერილი ნაძვებს" (1980); წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა; 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: "ბინდისფერი ხეობა" (1981), "თევზის წერილები" (1989), "შემინახე, დედაო მიწავ!" (1991), "სულეთის კიდობანი", "არჩევნები სასაფლაოზე"; ლექსების კრებული "ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე "შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: "მგელი" (1988), "მღდვლის ცოდვა" (1990), "ადამიანთა სევდა" (1984), "სულეთის კიდობანი"გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი. კინორეჟისორი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.359

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1980-2007)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1981-2007)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ანაპის ფესტივალი "კინოშოკი", საუკეთესო სცენარი (პრიზი)
    ფილმისათვის "ლუკას სახარება"
  • 1997 - ანაპის ფესტივალი "კინოშოკი" (გრან–პრი)
    ფილმისათვის "სამოთხის გვრიტები"
  • 1992 - თბილისის "ოქროს არწივი" ფესტივალი, პრიზი
    საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის
  • 1991 - იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი
  • 1991 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ფილმისათვის "ცოდვის შვილები"
  • 1991 - "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი მონტე–კარლოს კინოფესტივალზე
    ფილმისათვის "ცოდვის შვილები"
  • 1982 - ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი, გრან–პრი
    ფილმისათვის "აღდგომა"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: