The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ჩხარტიშვილი

დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1953 წელს.

1953-1956წწ. მუშაობდა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში; 1956-1958წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიული კათედრის ორდინატორი; 1960-1972წწ. ასისტენტი; 1972 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს შემდეგი მონოგრაფიები: "მუხლის სწორი კუნთის ნერვების ქირურგიული ანატომია"(1966), "საზარდულის თიაქარი ბავშვთა ასაკში"(1974), "აპენდიციტი ბავშვთა ასაკში"; მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. საექიმო პრაქტიკული მოღვაწეობის მთელ პერიოდში ჩატარებული აქვს 10 000-ზე მეტი ქირურგიული ოპერაცია. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მუცლის სწორი კუნთების ნერვები", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.330

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბავშვთა ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: