The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქველი ჩხატარაიშვილი

ქველი ჩხატარაიშვილი
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1930
გარდაცვ. თარიღი:13 თებერვალი, 1995  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს (ახალი) პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1952 წელს; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა, სპეციალობით საქართველოს ისტორია 1957 წელს.

1952-1970წწ. მუშაობდა ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლად თბილისის საჯარო სკოლებში; 1962 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1968-1986წწ. ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია; 1978 წელს მიენიჭა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდება; 1986 წლიდან ისტორიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელია; 1989 წლის 1 ივნისიდან გარდაცვალებამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილების გამგე, პროფესორი; არის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, ათამდე მონოგრაფიაა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გურიის სამთავრო (პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის ნარკვევი)", დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფეოდალური საქართველოს სამხედრო ორგანიზაციის სოციალური არსი", დაიცვა 1987 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: