The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ ჩხეიძე

როსტომ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემური ენების განხრით.

ძველი კულტურების, ბიბლიისა და არაბული ლიტერატურის მკვლევარი. არაერთი მონოგრაფიის, ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიისა და ესეის, აგრეთვე პიესებისა და მხატვრულ-დოკუმენტური წიგნების ავტორი, მათ შორის 29 ბიოგრაფიული რომანისა, რომელიც მოიცავს XIX-XX საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებას, დაწყებულს ალექსანდრე ბატონიშვილით და გაგრძელებულს ალექსანდრე ორბელიანით, სოლომონ დოდაშვილით, ელიზბარ ერისთავით, ილია ჭავჭავაძით, აკაკი წერეთლით, იაკობ გოგებაშვილით, ალექსანდრე ყაზბეგით; თარგმნილი აქვს – პაატა ჩხეიძესთან ერთად – უამრავი ინგლისური და ამერიკული ლიტერატურული და პოლიტიკური ესეი, უილიამ ფოლკნერისა და ჯოზეფ კონრადის რომანები, კურტ ვონეგუტის პიესა, ლორდ ბაირონის "დონ ჟუანი", საგმირო ეპოსები "ბეოვულფი" და "სერ გევეინი და მწვანე რაინდი"; სხვადასხვა დროს უძღვებოდა ლიტერატურულ გადაცემებს ტელევიზიებში: პირველი არხი, საპატრიარქოს არხი და ტელეკომპანია "იბერია"; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 ოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge1tv.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი (2021-2023)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2021-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", წევრი (2021-2023)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: