The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჩხეტია

შალვა ჩხეტია
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1899
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1978  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კორცხელი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1923 წელს.

1923 წლიდან თბილისის მე-11 ტექნიკუმი, ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი; 1924 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურ არქივში სხვადასხვა თანამდებობა: ინსპექტორი, საინსპექტორო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგე, საორგანიზაციო განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, სამეცნიერო-მეთოდიკური განყოფილების გამგე და არქივთმეცნიერების კაბინეტის გამგე; 1929 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრა, ასპირანტი; 1933 წლიდან სამეცნიერო აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1933 -1936 წლებში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში კითხულობდა არქეოგრაფიას, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - არქივთმეცნიერების კურსს; 1940 წლიდან თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინისტიტუტში საქართველოს ისტორიის კურსი; სხვადასხვა დროს მუშაობდა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა დიდ არქივში: მოსკოვში, ლენინგრადში, ხარკოვში, კიევში, ყირიმში, ბაქოში, ერევანში, ეჩმიაძინში და სხვა. ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ მოღვაწეობას საქართველოს ისტორიისა და არქივთმეცნიერებაში, რომელთა დიდი ნაწილი იბეჭდებოდა ცალკე წიგნებად, პერიოდულ გამოცემებში, პრესაში. მისი უშუალო მონაწილეობით რუსეთის სიძველეთა საცავებიდან ჩამოტანილია არაერთი ხელნაწერი წიგნი და ისტორიული დოკუმენტი, ეს ხელნაწერები დღემდე დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში. მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს მთავარი საარქივო სამართველოს პერიოდული გამოცემის "საისტორიო მოამბის" რედაქტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1942). პირადი არქივი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.177

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელები
    ნაყოფიერი მუშაობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: