The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგიშა ჩხიკვაძე

გიგიშა ჩხიკვაძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1900
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 1986  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1927 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო), ლენინგრადის კონსერვატორია 1932 წელს.

1918 წლიდან ეწეოდა შემოქმედებით, პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას; 1918–1927წწ. ასწავლიდა სიმღერას და ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა გუნდს თბილისის საშუალო სკოლებში, დირიჟორობდა სპორტული საზოგადოების გუნდს "შევარდენი", უკრავდა ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების სიმებიან და სიმფონიურ ორკესტრში; 1922–1927წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს სამუსიკო სასწავლებლებში, 1927–1930წწ. იყო თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი და პედაგოგი; 1930–1935წწ. ლენინგრადში ხელმძღვანელობდა ქართულ ხალხურ გუნდს; 1935–1939წწ. მისი ინიციატივით დაარსდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფოლკლორის კაბინეტი, ხელმძღვანელობდა ამ კაბინეტს, იყო მუსიკალური ფოლკლორის განყოფილების პროფესორი, 1970–1976წწ. ქართული ხალხური შემოქმედების კათედრის გამგე; 1941–1945წწ. იყო შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ლექტორი; 1965–1968წწ. საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს იყო ხალხური შემოქმედების სახლის(დღევანდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის) ფონოლაბორატორიისა და საექსპედიციო განყოფილების გამგე; უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერების შეგროვებისა და ნოტებზე მათი გადატანის საქმეში; 1917 წლიდან მოყოლებული აქტიურ შემკრებლობით მუშაობას ეწეოდა, სისტემატიურად ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს საქართველოს სახვადასხვა რეგიონებში; თბილისში ჩაიწერა ქალაქური ხალხური სიმღერები, ასევე აისორების, ებრაელების, ქურთების, ქართული საეკლესიო სიმღერები; დაწერილი აქვს: წიგნები, ბროშურები, სახელმძღვანელოები, ნაშრომები კრებულებად, სტატიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში – ჟურნალებში, ხალხური სიმღერების კრებულები; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "საქართველოს უძველესი დროის მუსიკალური კულტურა XIX საუკუნის ასწლეულამდე", დაიცვა 1946 წელს.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 436 

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/141866

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1932-1986)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: