The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პანტელეიმონ ჩხიკვაძე

პანტელეიმონ ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1903
გარდაცვ. თარიღი:15 აპრილი, 1940  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ახლანდელი ჩოხატაურის რაიონი.

1922 წლიდან თბილისში ცხოვრობდა. ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში პირველმა განასახიერა ინდუსტრიალიზაციის თემა (რომანები "სართულები" და "ამხანაგი ბუთხუზი", ორივე 1931); გურია-სამეგრელოში 1905-1907 წლების რევოლუციურ ვითარებას მიუძღვნა რომანი - "ნაბიჯები" (1933), საკოლმეურნეო მშენებლობას რომანი - "ახალი ხმელეთი" (არ დაუმთავრებია). თანამედროვე თემატიკას ეხება პ. ჩხიკვაძის მოთხრობები ("რომანტიული ამბავი", 193; "შეძლებული ცხოვრებისაკენ", 1934; "მეცხრე ცაზე", 1936 და სხვა) და ნარკვევები. მწერლის თხზულებებს პოპულარობა მოუპოვა აქტუალურმა პრობლემატიკამ.

წყარო: საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.177; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.108

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: