The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ ცაიშვილი

დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1900
გარდაცვ. თარიღი:21 ნოემბერი, 1957  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მკვლევარი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცაიში, ზუგდიდის რაიონი.

თავდაპირველად მშობლიურ სოფელში დაიწყო მასწავლებლობა; 1926 წელს გაზეთ კომუნისტის თანამშრომელია, მალე გადადის მასწავლებლად სოფელ პატარძეულში; 1932 წლიდან მოღვაწეობას იწყებს პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში, მოგვიანებით — ქართული ლიტერატურის მუზეუმში; იგი იკვლევდა მშობლიური მწერლობისა და პედაგოგიკის საკითხებს; მის კალამს ეკუთვნის მონოგრაფიები: "ნიკო ავალიშვილი", "პეტრე ჭარაია", "სახალხო განათლების მოღვაწეები", "ნიკო დადიანი", "უიარაღო", "ეკატერინე გაბაშვილი" და სხვა მრავალი; მკვლევარმა გამოავლინა მანამდე უცნობი მასალები ს. დოდაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, დ. ყიფიანის, ა. ლაისტის ლიტერატურლ მემკვიდრეობასა და მოღვაწეობაზე; აღსანინავია, რომ მისი რედაქციით, წინასიტყვაობით და შენიშვნებით გამოიცა იონა მეუნარგიას ქართველი მწერლობის ორი ტომი; ამის გარდა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკაში, სადაც დაიბეჭდა 600-ზე მეტი გამოკვლევა, წერილი, ნარკვევი, ლიტერატურის, პედაგოგიკისა თუ ჩვენი ეროვნული ფოლკლორის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე; მადლიერმა ქართველმა ხალხმა 1989 წელს ამაგდარ მოღვაწეს მშობლიურ სოფელში სახლ-მუზეუმი გაუხსნა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.393

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: