The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასე ცინცაძე

იასე ცინცაძე
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1903
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1975  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ფოთის ვაჟთა გიმნაზია 1921 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ისტორიის განხრით 1926 წელს.

1925-1939წწ. მუშაობდა საქართველოს ცენტრალური არქივის ძველი საბუთების განყოფილებაში; 1929 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნიოვერსიტეტში იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას ასასტენტად; 1933 წლიდან დოცენტად; 1947-1950წწ. იყო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 1950-1975წწ. პროფესორი; 1935-1947წწ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის კურსს, განაგებდა სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის კათედრას; ის პარალელურად კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში; 1950-1956წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; მისი სამეცნიერო მუშაობა ძირითადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კვლევას ეძღვნებოდა; მან ქართულ ენაზე პირველმა შექმნა საკითხავი წიგნები და დამხმარე სახელმძღვანელოები, ძველი რუსეთის ისტორიის საკვანძო საკითხებზე. ავტორია მონოგრაფიებისა საქართველოს ისტორიის კარდინალურ საკითხებზე. არჩეულ იყო ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტეტების ორჯონიკიძის სახელობის რაიონული საბჭოს დეპუტატად; დაჯილდოებულია მედლებითა და სიგელებით. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: იასე ცინცაძე: ცხოვრება და მოღვაწეობა / ვ. მაჭარაძე, ე. კოპალიანი. -თბ. 1998.- 34გვ; იასე ცინცაძე : ისტორიკოსი. 1903-1975. ნეკროლოგი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - თბ., 1975. - N2. - გვ.192

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: