The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიოლეტა ცისკარიძე

დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1921  (102 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს. 1942-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო აქტიური პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა. 1968 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; 1970 წლიდან პროფესორი; მისი სამეცნიერო კვლევა ეხებოდა უახლესი ქართული ლიტერატურის საკითხებს. მასვე ეკუთვნის წერილები თანამედროვე ქართულ მწერლობასა და ლიტერატურათცოდნეობაზე. 

წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=526

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: